ხშირად დასმული კითხვები
პროდუქტის შერჩევის, deployment-ის, sizing-ისა და ლიცენზირების შესახებ მოკლე პასუხები.
ქსელის დაცვა
დეტალურად ↗01როგორ შევარჩიოთ CloudGen Firewall-ის სწორი მოდელი?+
მოდელი შეირჩევა uplink-ის სიჩქარის, ერთდროული სესიების, traffic profile-ისა და ჩართული უსაფრთხოების ფუნქციების მიხედვით. თანამშრომლების რაოდენობა მხოლოდ ერთ-ერთი პარამეტრია.
02შესაძლებელია cloud ან virtual firewall-ის გამოყენება?+
დიახ. CloudGen Firewall ხელმისაწვდომია ფიზიკური და ვირტუალური მოწყობილობის სახით, ასევე AWS, Microsoft Azure და Google Cloud გარემოებისთვის.
03რა განსხვავებაა CloudGen Firewall-სა და SecureEdge-ს შორის?+
CloudGen Firewall იდეალურია appliance-ზე ან cloud workload-ში კონტროლირებადი NGFW/SD-WAN არქიტექტურისთვის. SecureEdge არის cloud-first SASE პლატფორმა FWaaS, SD-WAN, ZTNA და web security შესაძლებლობებით.
Email და მონაცემთა დაცვა
დეტალურად ↗01Barracuda Email Protection-ს სჭირდება MX ჩანაწერის შეცვლა?+
Integrated Email Protection API-ით ერთდება Microsoft 365-სა და Google Workspace-ს. საბოლოო mail flow და საჭირო DNS ცვლილებები არჩეულ გეგმასა და არსებულ არქიტექტურაზეა დამოკიდებული.
02შეიძლება მხოლოდ Microsoft 365-ის backup-ის შეძენა?+
Cloud-to-Cloud Backup არის SaaS გადაწყვეტა Microsoft 365 და Entra ID მონაცემებისთვის. ზუსტი coverage და ლიცენზირება დასადასტურებელია შეთავაზებაში.
03შესაძლებელია უკვე მიწოდებული მავნე წერილის ამოღება?+
Incident Response და remediation შესაძლებლობები შექმნილია mailbox-ში უკვე მოხვედრილი საფრთხეების მოძიებისა და ამოღებისთვის.
შერჩევა და შეთავაზება
დეტალურად ↗01ფასი რატომ არ არის მითითებული?+
ლიცენზირება დამოკიდებულია პროდუქტზე, მოდელზე, capacity-ზე, მომხმარებლების რაოდენობასა და არჩეულ subscription-ზე. მოთხოვნის შემდეგ მიიღებთ კონკრეტულ კონფიგურაციასა და შეთავაზებას.
02რა ინფორმაციაა საჭირო sizing-ისთვის?+
სასარგებლოა მომხმარებლების, ფილიალების, workloads-ის ან სერვისების რაოდენობა, uplink/throughput, მონაცემების მოცულობა და ჩართული უსაფრთხოების ფუნქციები.
03შეიძლება რამდენიმე მიმართულების გაერთიანება?+
დიახ. ქსელის, ელფოსტის, აპლიკაციების, მონაცემებისა და XDR მიმართულებები შეიძლება გაერთიანდეს საერთო უსაფრთხოების სტრატეგიაში.
მოგვწერეთ თქვენი გარემოს შესახებ
მოვამზადებთ კონკრეტულ პასუხს და დაგეხმარებით სწორი პროდუქტის შერჩევაში.